საგრანტო კონკურსი
წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.12.2023
- საიტზე დამატებულია
- 24.11.2023
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება".
საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა.
ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც პროექტის მიზანსა და ამოცანასთან ნებისმიერი სახის ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ.
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა - 7000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:
** საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო პირობები
** განაცხადის ფორმა
** დანართი 1 სამოქმედო გეგმა
** დანართი 2 ბიუჯეტის ფორმა
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aogrants.management@gmail.com
გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 22 დეკემბერი, 18:00 საათი.
საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 22 იანვრისა. ამის თაობაზე პროექტის ხელმძღვანელები წერილობით პასუხებს მიიღებენ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: aogrants.management@gmail.com
კონკურსის შესახებ: https://jobs.ge/