ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001635 დასრულებული

საგრანტო პროგრამა: ქალთა უფლებები/გარემოსდაცვ. სამართლიანობა

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
22.01.2024
საიტზე დამატებულია
08.01.2024

კონკურსის შესახებ:

"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო პროგრამას "ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).

საგრანტო პროგრამის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

** აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
** ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
** გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
** მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
** გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა
** ქალთა ჯგუფების და ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიების ორგანიზება მწვანე საკითხებზე

ქალთა ფონდი პროგრამის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხაა 6000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
პროექტების ხანგრძლივობაა 6 თვე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის "4. სხვა ხარჯი"-ის განყოფილებაში "პროექტის ფინანსური აუდიტი"-ს სახელწოდებით.

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 იანვარი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2024 წლის თებერვალში.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!


წყარო: https://jobs.ge/