ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001636 დასრულებული

მცირე ბიზნეს ინიციატივების კონკურსი

წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

განაცხადის ბოლო ვადა
29.01.2024
საიტზე დამატებულია
08.01.2024

კონკურსის შესახებ:

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" (ძდექი) აცხადებს მცირე ბიზნეს ინიციატივების კონკურსს პროექტის - "სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში" - ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:

** მურსკა სობოდას რეგიონული განვითარების ცენტრი
** ბულგარეთის გენდერის კვლევითი ფონდი
** სათემო ფონდი "ლელი"
** "ქალ მეწარმეთა ფონდი"

პროექტი, ევროკავშირის "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" (ENPARD - Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის მიზანია იმერეთსა და კახეთში (6 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. კონკურსის მიზანი საგრანტო კომპონენტი მიზნად ისახავს ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს კომპონენტი შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის, მოწყვლად ჯგუფებს, ჩაერთონ ადგილობრივი განვითარების პროცესში და ასევე შეიქმნას განვითარების ხელშემწყობი გარემო პირობები. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვანი დადებითი როლის შესრულება შეუძლია რეგიონის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც აფერხებს ადგილობრივ მოსახლეობას დაიწყონ ან/და განავითარონ ბიზნესი, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს, წაახალისოს სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების შექმნა-განვითარება ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებით - სადაც გრანტი უზრუნველყოფს ფინანსების ძირითად ნაწილს ბიზნეს იდეის დასაწყებად/განსავითარებლად, ხოლო იდეის ავტორები უზრუნველყოფენ თანადაფინანსების მცირე წილს პასუხისმგებლობის სათანადოდ გასააზრებლად.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.


წყარო: https://jobs.ge/