ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001638 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ხელოვნურ განაყოფიერებაზე

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
15.01.2024
საიტზე დამატებულია
08.01.2024

კონკურსის შესახებ:

"Land O`Lakes Venture37" აცხადებს საგრანტო კონკურსს: ნახირის გენეტიკის და ხელოვნური განაყოფიერების სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სურსათი პროგრესისათვის პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (USDA Food for Progress SQIL), რომელსაც ახორციელებს Land O`Lakes International Development Georgia (Ventue37), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით მიზნად ისახავს ადგილობრივი საქონლის ხორცისა და რძის წარმოების გაზრდას, მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USDA Food for Progress SQIL პროექტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, მოგებაზე ორიენტირებულ ან არაკომერციულ ხელოვნური განაყოფიერების აქტივობებში ჩართულ სუბიექტებს უხმობს ჩაერთონ საქართველოს ნახირის გენეტიკურ გაუმჯობესებაში.

განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lkasrashvili@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com არაუგვიანეს, 2024 წლის 15 იანვრისა.


წყარო: https://jobs.ge/