ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი სტუდენტებისთვის
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.01.2024
- საიტზე დამატებულია
- 12.01.2024
კონკურსის შესახებ:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჰაკათონი "ხელოვნური ინტელექტი და განათლება" გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 20 000 ლარს შეადგენს!
ჰაკათონის პირობები და წესები:
- ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ, სტუდენტის სტატუსის მქონე პირს, საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან;
- ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ გუნდთან ერთად (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 ადამიანი);
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 18 იანვარი;
- რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, მონაწილე გუნდები მიიღებენ პირველ დავალებას - 24 იანვრიდან 31 იანვრამდე;
- მეორე ტურში გადასული გუნდები მიიღებენ ინფორმაციას ტურის გადალახვასთან დაკავშირებით (5 თებერვალი);
- ჰაკათონის ოფიციალური გახსნა და ძირითადი დავალების წარდგენა - 8 თებერვალი BTU;
- ფინალური შედეგების წარდგენა და ჰაკათონის გამარჯვებულის გამოვლენა - 16 თებერვალი.
საპრიზო ფონდი გადანაწილდება გამარჯვებულ გუნდებზე.
???? კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
1️⃣ გუნდის ჩამოყალიბება და მათი მონაცემების მოგროვება (გუნდის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია 2-4 სტუდენტამდე) გუნდს არეგისტრირებს ერთი წარმომადგენელი;
2️⃣ სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
3️⃣ 18 იანვრამდე სტუდენტის სტატუსის ცნობის გადმოგზავნა: marketing@btu.edu.ge
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: marketing@btu.edu.ge