ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001695 დასრულებული

სტუდენტთა დახმარების პროგრამა

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
15.03.2024
საიტზე დამატებულია
23.02.2024

კონკურსის შესახებ:

2024 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება -71%) და 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში გავლილ საგნებში არ ექნებათ F შეფასება.

2024 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება.

კონკურსის ორივე ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.

სტუდენტთა კატეგორიები

სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:

სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

დოკუმენტების ჩამონათვალი

დაინტერესებულ პირებს განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

პირველი ეტაპი: განაცხადები მიიღება 2024 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით.

მეორე ეტაპი: განაცხადები მიიღება 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

იხილეთ დებულება, განცხადების ფორმა

დამატებითიინფორმაციისათვისდაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი