საგრანტო კონკურსი
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.03.2024
- საიტზე დამატებულია
- 23.02.2024
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ, ავტორიზებულ/აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, მასწავლებელი).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ერთი და იმავე მოხსენებით გამგზავრების დასაფინანსებლად საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.
გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
კონკურსანტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:
ა) საერთაშორისო მგზავრობა (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი).
ბ) ცხოვრების ხარჯი - არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა.
ბ.ა.) გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების დღეების პროპორციულად და შეიძლება დაემატოს თითო დღე/ღამე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამინისტროში წარმოდგენილი საერთაშორისო მგზავრობის დოკუმენტის საფუძველზე;
ბ.ბ.) გრანტი გაიცემა არაუმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომელშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები.
გ)სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის ხარჯი (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი);
დ) ვიზის ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:https://shorturl.at/jnoJ4
ა) განცხადება;
ბ) საგრანტო განაცხადი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომ კონკურსანტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ, ავტორიზებულ/აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელშეკრულებით ან მუდმივად მომუშავე მეცნიერი - სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი ან მასწავლებელი.
ვ) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);
ზ) თეზისი (თეზისი ხელს უნდა უწყობდეს ახალი ცოდნის ფორმირებას, ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს და ითვალისწინებდეს დარგში არსებულ მეცნიერულ ცოდნას);
თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თეზისის სათაური
- საკვანძო სიტყვები
- თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას
თ) ოფიციალური მოწვევის წერილი (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ან სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი.
ი) სამეცნიერო ღონისძიებაზე წარსადგენი მოხსენებ(ებ)ის თეზისი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
კ) ბიუჯეტი (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია).
იხილეთ დებულება და შეფასების ფორმა
განაცხადის მიღების ვადა: 2024 წლის 15 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 25 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით
გრანტი გაიცემა იმ სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, რომელთა ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.
ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე
ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი