ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001701 დასრულებული

„Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
20.03.2024
საიტზე დამატებულია
27.02.2024

კონკურსის შესახებ:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

კონკურსის წინაპირობები:

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;

ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2)

გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3)

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები:

5, 7, 12, 14 მარტი, 16:00 საათზე

ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში;

DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მარტი, 2024 / 23.00 სთ

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 მარტი, 17:00 საათის ჩათვლით;

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:

DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:

ნინო ანთაძე

თამარ ლაცაბიძე

ტელ.: 2 920 926

info@daad-georgia.org

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:

რუსუდან ჯობავა

599 215490 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი