ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001720 დასრულებული

პრე-აქსელერატორების განხორციელების კონკურსი

წყარო: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
26.03.2024
საიტზე დამატებულია
12.03.2024

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი საქართველოს 2 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი). აღნიშნული პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის.

კონკურსის მიზანია, რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ხარისხიან და სრულყოფილ ორგანიზებას. ორივე რეგიონზე განსაზღვრული მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 140 000 ლარს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მარტი.


წყარო: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო