|
2606 |
---|
წლიური საგრანტო პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001732
სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის (SCRWM პროგრამა) ხუთ წლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის წყლის რესურსებთან დაკავშირებული ეფექტური რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა წყლის რესურსების უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობის მიზნით.
SCRWM პროგრამა აცხადებს წლიურ საგრანტო პროგრამას (APS No. 1). საგრანტო კონკურსის მიზანია, გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინოვაციურ მიდგომებს წყლის უსაფრთხოების, წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და ეფექტიანი რეგიონული გარემოსდაცვითი თანამშრომლობისათვის.
მიზნობრივი დაფინანსებით პროგრამა მხარს დაუჭერს წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებასა და წყალთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილებების დაძლევისთვის საჭირო ინკლუზიური მიდგომების გამოყენებას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: grants@scrwm.org
ასევე, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://forms.office.com/e/gQ0dyMf0fV
მხოლოდ დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ინფორმაციას შეხვედრის თარიღისა და დროის შესახებ. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადმოწეროთ თანდართული დოკუმენტები.
წლიური საგრანტო კონკურის დასრულების თარიღია 2025 წლის 27 მარტი.
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით; უცხოეთი
პროექტის მიმართულება: გარემოს დაცვა; სხვა;
დამატებულია: 29-03-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27-03-2025
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 96 დღე;
26-10-2022 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |
10-02-2023 ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
---|
10-02-2023 ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
---|
26-10-2022 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |