თვითნასწავლი მხატვრების კონკურსი - „ემოციის გრადაცია“
წყარო: სმირნოვების მუზეუმი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 11.04.2024
- საიტზე დამატებულია
- 08.04.2024
კონკურსის შესახებ:
„სმირნოვების მუზეუმი“, განთავსებულია ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის მიერ დაპროექტებულ სახლში, სადაც დაცულია ევროპული და ქართული კულტურის უნიკალური საგანძური.
მუზეუმის მიზანია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანთა მხარდაჭერა და მუზეუმში დაცული უნიკალური ევროპულ-ქართული საგანძურის პოპულარიზაცია.
სსიპ “სმირნოვების მუზეუმი” აცხადებს კონკურსის მეორე ეტაპსთვითნასწავლი მხატვრებისათვის - “ემოციის გრადაცია“, რომელიც გაიმართება გამოფენა-გაყიდვის ფორმატში
კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტების შემოქმედება გამოიფინება მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 2 დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეები გაივლიან 3 ეტაპს:
I ეტაპი: წარმოადგინეთ ერთი საკონკურსო ნამუშევარი ელ. ფოსტაზე - s.m.projects2023@gmail.com), მოგვწერეთ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1Vxw9aGmApMpFFysVPc-dH9cGqHpXt-SG4iT-dg5UN_o/edit;
II ეტაპი: მოხდება ნამუშევრების შერჩევა;
III ეტაპი: შერჩეულმა კონკურსანტებმა, უნდა წარადგინონ მუზეუმში ნამუშევრები.
კონკურსის შინაარსი:
- გამოგზავნილი ნამუშევრების შერჩევა;
- შერჩეული კანდიდატების ნამუშევრების გამოფენა (გამოფენა გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში;
- გამოფენის დახურვის დღეს, კონკურსანტები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- მუზეუმის ვიზიტორთა რჩეული;
- სოც. ქსელის რჩეული;
- კონკურსში მონაწილე მხატვართა რჩეული;
- მუზეუმის საჩუქარი.
აუცილებელი პირობა:
კონკურსანტი უნდა იყოს თვითნასწავლი მხატვარი;
ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე, რომელიც არ აღემატება 90 სანტიმეტრს;
ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს საკიდით;
ნახატის მასალა, ტექნიკა და მიმდინარეობა თავისუფალია.
ელექტრონულად წარმოსადგენი მასალა:
ნამუშევრის ფოტო - მაღალი ხარისხით გადაღებული
მხატვრის ფოტო - მაღალი ხარისხით გადაღებული
შევსებული განაცხადი - https://docs.google.com/forms/d/1Vxw9aGmApMpFFysVPc-dH9cGqHpXt-SG4iT-dg5UN_o/edit
კონკურსში გადასული კანდიდატების მონაწილეობის თანხა - 90 ლარი
ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ (ნამუშევრის ფოტო, მხატვრის ფოტო, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) 11 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: s.m.projects2023@gmail.com
განაცხადის წარმოდგენის ვადა - 11 აპრილის ჩათვლით;
პასუხი ცნობილი იქნება 12 აპრილის;
კონკურსში გადამსვლელთა ნამუშევრების წარმოდგენა მუზეუმში - 13 აპრილს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე;
გამოფენა გაიმართება - 16და 17 აპრილს;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოება გაიმართება - 20 აპრილს
გამოფენაზე დასწრება კონკურსის ფარგლებში თავისუფალია!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტების მენეჯერს: 599 70 36 81
მისამართი: ქ. თბილისი, გ. ტაბიძის #20, „სმირნოვების მუზეუმი“
მუზეუმის ვებ. გვერდი: www.facebook.com/SmirnovMuseum
წყარო: სმირნოვების მუზეუმი