ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001773 დასრულებული

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - რაჭა-ლეჩხუმი

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2024
საიტზე დამატებულია
14.05.2024

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;

ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო