ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001776 დასრულებული

სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
28.05.2024
საიტზე დამატებულია
14.05.2024

კონკურსის შესახებ:

კონკურსის აბრევიატურა: SPF

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ჯგუფური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

16 მაისიდან 24 მაისის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

28 მაისის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ივნისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივლისი -კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი-აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

ჯგუფური კონსულტაციები:

17 მაისი - 11:00 საათი - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის №85/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №60 ბრძანება
  • კონკურსის პირობები (დანართი 1)

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი№2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი №3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №4) - ივსება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას PDF ფორმით
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი №5 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე spf@rustaveli.org.ge

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4409)

გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი