ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001811 დასრულებული

მცირე გრანტების კონკურსი

წყარო: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი

განაცხადის ბოლო ვადა
23.08.2024
საიტზე დამატებულია
21.08.2024

კონკურსის შესახებ:

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია მესაქონლეობისა და ვეტერინარული მომსახურების განვითარების ხელშეწყობა, პროდუქციის ზრდისა და დამატებითი შემოსავლის მომტანი საქმიანობების დაფინანსებისა და ვეტერინარული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. საგრანტო კონკურსი განკუთვნილია გაფართოების პოტენციალისა და/ან სურვილის მქონე მსხვილფეხა მესაქონლე ფერმებისთვის, ასევე ვეტერინარული მომსახურებით დაკავებული პირებისათვის.

პროექტის განხორციელების მიზნობრივი რეგიონებია: ხულოს, დუშეთის (ფშავ-ხევსურეთის ისტორიული ტერიტორია: მაღაროსკარის, უკანაფშავის და ბარისახოს ადმინისტრაციული თემები) ახმეტის (თუშეთის და ზემო/ქვემო ალვანი) მუნიციპალიტეტები.

კონკურსის აღწერა და პირობები:

საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოს, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში:

** ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესება;
** მესაქონლეობისა და მისი პროდუქტების (როგორც პირველადი წარმოების (საკვების წარმოების ჩათვლით), ასევე გადამუშავების განვითარების ხელშეწყობა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

ვეტერინარული მომსახურების განვითარების კომპონენტში: მიზნობრივი რეგიონების ფარგლებში მცხოვრებ და მოქმედ კერძო ვეტერინარებსა ან ვეტერინარული საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ვეტერინარული მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია ან ვეტერინარული სერვისის მომიჯნავე სფეროებში საქმიანობის დადასტურებული გამოცდილება.

მესაქონლეობის ან მესაქონლეობის პროდუქტების წარმოების კომპონენტში: მიზნობრივი რეგიონების ან მასში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ 5 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ან ჩართულები არიან მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების სასაქონლო ჯაჭვში (გადამუშავება, დისტრიბუცია და ა.შ.).

შესაძლო საპროექტო მიმართულებები:

** აღჭურვილობა, რომელიც დაკავშირებულია ხარისხიანი თივის და საქონლის საკვების წარმოებასთან. მაგალითად: თივის საპრესი, კომბინირებული საკვების დამამზადებელი დანადგარი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ა.შ;
** საძოვრების მოსაწყობად საჭირო ტექნიკა დანადგარები. მაგალითად: ელექტრო ღობე;
** ხორცის ღირებულების ჯაჭვის განვითარებასთან დაკავშირებული აღჭურვილობა. მაგალითად: მოძრავი სასაკლაო მოწყობილობა, ხორცის მაღაზიის მოსაწყობად საჭირო ტექნიკა, მაცივარი-ფურგონი, ხორცის შესაფუთი მოწყობილობა და ა.შ;
** რძის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასთან დაკავშირებული აღჭურვილობა. მაგალითად: უჟანგავი ლითონის ჭურჭელი, პორტატიული საწველი აღჭურვილობა და სხვა;
** ცხოველთა სადგომის მოწესრიგებისათვის საჭირო მასალა;
** საქონლისთვის ხარისხიანი საკვების მოყვანა/წარმოებისათვის საჭირო სათესლე მასალა;
** საქონლის საკვების შესანახი ბაზის მოწყობა და გაუმჯობესება;
** ვეტერინარული მომსახურებისათვის (მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით) საჭირო აღჭურვილობა.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი, რომელიც შედგება სააპლიკაციო ფორმის და ფინანსური დანართებისაგან. ბიუჯეტის დანართიდან ნათლად უნდა ჩანდეს "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" დაფინანსების და აპლიკანტის თანადაფინანსების წვლილი.

თანადაფინანსების წვლილი არ უნდა იყოს პროექტის საერთო ღირებულების 30%-ზე ნაკლები.

აპლიკანტის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება მხოლოდ აპლიკანტის მიერ მეწარმე სუბიექტის სტატუსის მიღების შემთხვევაში.

არ ფინანსდება:

** ერთი და იგივე აპლიკანტის მიერ შემოტანილი ორი სხვადასხვა საპროექტო განაცხადი;
** აპლიკანტის მიერ შემოტანილი განაცხადი, თუ მას გააჩნია საგადასახადო დავალიანება (ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ თან უნდა ერთოდეს განაცხადს);
** ხელფასები;
** ქირა, იჯარა, კომუნალური გადასახადები;
** ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად რეგისტრაციის საფასური;
** საგრანტო კონტრაქტის გაფორმებამდე გაწეული ხარჯები;
** მოწყობილობების შეძენა, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება აღნიშნულ საპროექტო იდეას;
** საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები;
** მიწასთან და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები;
** ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მშენებლობასთან ან სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ხარჯები წარმოადგენს აპლიკანტის საკუთარ წილს თანადაფინანსებაში;
** სხვა სახის ხარჯები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის პროექტის ბიუჯეტში;
** არ ფინანსდება ისეთი პროექტები, რომელთა საქმიანობაც არ არის დაკავშირებული მსხვილფეხა მესაქონლეობასთან.

საგრანტო კონკურსის ფორმატი

კონკურსი შედგება შემდეგ ეტაპებისაგან:

** კონკურსის გამოცხადება;
** დამტკიცებული ფორმატით სააპლიკაციო ფორმის მიღება;
** მიღებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება;
** გამარჯვებულ აპლიკანტებთან კონტრაქტის გაფორმება.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა, დაფინანსება და აუცილებელი პირობა:

** საგრანტო კონკურსში გამარჯვებული აპლიკანტები მიიღებენ 70%-იან თანადაფინანსებას, "ჩეხეთის კარიტასისგან" გრანტის სახით. ერთ პროექტზე გაცემული საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25, 000 ლარს და არ უნდა იყოს 10, 000 ლარზე ნაკლები;
** აპლიკანტს მოეთხოვება თანადაფინანსება (ფინანსური სახით გაწეული თანამონაწილეობა), რომელიც უნდა შეადგენდეს მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 30%-ს. მაგალითად: თუ თქვენი ბიუჯეტის სრული მოცულობა შეადგენს 10, 000 ლარს, თანადაფინანსების წვლილი არ უნდა იყოს 3, 000 ლარზე ნაკლები);
** განსახორციელებელი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო შესყიდვების განხორციელების პროცესი არ უნდა გაგრძელდეს 2 თვეზე მეტ ხანს. ათვლა დაიწყება ხელშეკრულები ხელმოწერის თარიღიდან;
** საგრანტო კონკურსში წახალისებულია ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობა.

პროექტის დოკუმენტების წარდგენის წესი

აპლიკანტმა პროექტის დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს დაბეჭდილი სახით, ქართულ ენაზე, კონკურსის შესაბამისი ფორმების მიხედვით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: cccrg-tender@caritas.cz გთხოვთ, ველში "თემა" ("Subject") მიუთითოთ: საგრანტო კონკურსი და აპლიკანტის სახელი გვარი, მაგალითად: "საგრანტო კონკურსი - ზვიად ზვიადაური".

წარსადგენი დოკუმენტაცია:

** დანართი 1 - სააპლიკაციო ფორმა;
** დანართი 2 - ფინანსური უწყისები;
** ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
** პირადობის მოწმობის ასლი (თუ განაცხადი წარმოდგენილია კერძო პირის მიერ);
** მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციის მოწმობა (თუ განაცხადი წარმოდგენილია მეწარმე სუბიექტის: ინდ. მეწარმე ან შპს ან სხვათა მიერ);
** ინვოისები ბიუჯეტით გათვალისწინებული საშუალებების მომწოდებლებისაგან;
** ცნობა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოდან, საქონლის საკუთრებაში არსებობის თაობაზე (თუ პროექტი ორიენტირებულია კონკრეტული ფერმის განვითარებაზე);
** საკუთრების, ან მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი;
** ვეტერინარული მომსახურების კომპონენტში წარმდგენ აპლიკანტის ან მის მიერ დაქირავებული მუშაკის დიპლომი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და რეზიუმე.

განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად შევსებული განაცხადები. დაგვიანებით, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი და არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 23 აგვისტო, 23:59.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საგრანტო კომპონენტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ: ასლან ართმელაძე, პროექტის უფროსი კოორდინატორი (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00);

ტელ: 0322 220 214
ელექტრონული ფოსტა: ccrg-tender@caritas.cz


წყარო: https://jobs.ge/