საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID Zrda Activity
- განაცხადის ბოლო ვადა
- 11.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 14.02.2019
პროექტის შესახებ:
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.
ამჟამად, პროექტი "ზრდა" აცხადებს საგრანტო კონკურსს # 073-3002G-002-S-2019, აპლიკაციების მიღებას ოჯახზე მორგებული მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად.
დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 11 მარტისა (18:00 საათი).
დაგვიანებული განცხადები არ მიიღება.
თანდართული ფაილი: 205204-RFA 073.zip