projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
269



იაპონიის GGP – ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000227

საგრანტო პროგრამის შესახებ:

​ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.
საქართველოში მუშაობის ორი ათწლეულის განმავლობაში, 1998–2018 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რამაც შეამცირა სიღარიბე სხვადასხვა სოფელში; ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, რითაც დაცული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე; ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო აშენდა და აღიჭურვა – რითაც საბაზისო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა გაჩნდა ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.


საგრანტო პროგრამის პრიორიტეტები და ამოცანები:

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა:
როგორც იაპონელი ხალხის კეთილი ნების გამომხატველი, იაპონიის საელჩო მიისწრაფვის, მხარი დაუჭიროს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ყველაზე პრობლემურად აღიქმება სთავად საქართველოს მოსახლეობის მიერ. სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა ასახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე მწვავე ეროვნულ გამოწვევებად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად. შესაბამისად, ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამის მეშვეობით, საელჩო უპირატესობას ანიჭებს სწორედ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია აღნიშნული პრობლემების ეფექტურ და ეფექტიან გადაჭრაზე.

საქართველოში ახალ შესაძლებლობებზე დაშენება:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ეკონომიკური განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობებზე – ევროკავშირის ბაზარზე. ამ შესაძლებლობის სრულად ათვისება, თავის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემაზე, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მწარმოებლებს, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროკავშირის ბაზარზე. ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამა მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს ასეთ საკვანძო ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

გამაძლიერებელი ეფექტი: შეზღუდული რესურსის ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების სტრატეგია
ისევე, როგორც ყველა სხვა რესურსი – ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის რესურსიც მწირია, რაც იწვევს აუცილებლობას, რომ საპროექტო განმცხადებლებმა შეიმუშაონ სტრატეგია, რომ გრანტის ათვისება მოხდეს მაქსიმალურად შედეგიანად და ეფექტიანად. ამდენად, საელჩო ეძებს ისეთ პროექტებს, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი გამაძლიერებელი მექანიზმები, რათა მინიმალური რესურსის გამოყენებით, შეიქმნას ძლიერი შესაძლებლობები.
ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის წარმატებულ მაგალითებს მიეკუთვნება, მაგალითად, სარწყავი სისტემის შექმნა, რამაც სარგებელი ათასობით მოსახლეს მოუტანა (მათ მიეცათ პროდუქციის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა); წვრილფეხა საქონლის მეურნეობის მშენებლობა, რამაც სარგებელი ასობით მცირე მეწარმეს მოუტანა და შექმნა შემოსავლის წყარო ადგილობრივი ოჯახებისთვის.


განაცხადის წარდგენა

2019 წლის ფისკალური წელს განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 26 აგვისტო. პროექტის წარდგენის მსურველებს ვთხოვთ, რაც შეიძლება ადრე მოგვაწოდონ საპროექტო წინადადებები, რათა საგრანტო სექციას ჰქონდეს დრო მოგაწოდოთ უკუგება და რჩევები აპლიკაციის გასაუმჯობესებლად.

შესავსები ფორმებია:
სააპლიკაციო ფორმა
სააპლიკაციო ფორმის ინსტრუქცია ქართულად
სააპლიკაციო ფორმის ინსტრუქცია ინგლისურად
პროექტის ბიუჯეტის ფორმა
ფინანსური ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს საგრანტო სექციას:
საგრანტო კონსულტანტი
იაპონიის საელჩო საქართველოში
კრწანისის 7დ, 0114, თბილისი, საქართველო
grassroot2@tb.mofa.go.jp


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.ge.emb-japan.go.jp

დამატებულია: 23-02-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26-08-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 38 დღე;

სექტორი: სხვა


21-01-2019

წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP)

28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

25-01-2019

ერასმუს+

05-02-2019

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი მიწოდება

05-02-2019

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი მიწოდება

21-01-2019

წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP)

28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

25-01-2019

ერასმუს+


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები

















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ