projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
374



გარემოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

უნიკალური ნომერი: 000251

პროექტის შესახებ:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

„ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50 % გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 000 ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა რეგისტრირებულნი იყვნენ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

► პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (განსაკუთრებით მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

► პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4,0 მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.

► პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი) რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

► ბენეფიციარის მიერ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არ მყოფი და წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე.

► პროგრამა განხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა, რომელმაც სოფლის განვითარების დარგში პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ნაწილში მხარდამჭერი პროგრამები აუცილებელია.


სრული ინფორმაციისთვის : გთხოვთ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ნომერზე 1501 ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა კონფიდენციალურობა დაცული.

დამატებულია: 27-02-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 165 დღე;

სექტორი: სხვა


28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

22-01-2019

ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)

22-01-2019

ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა (VICLIM)

22-01-2019

ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა (VICLIM)

28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

22-01-2019

ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები

















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ