ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000234 დასრულებული

არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის პროექტი

წყარო: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
18.03.2019
საიტზე დამატებულია
25.02.2019

პროექტის შესახებ:

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობა (USAID/Georgia) აცხადებს კონკურსს ახალ პროექტზე არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის სფეროში (2019-2023).

კონკურსი ცხადდება ქართული საზოგადოებრივი/არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პროექტის საერთო მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ასახვა და დაკმაყოფილება პოლიტიკური სისტემის მეშვეობით. ამ მიზნით, USAID გეგმავს დააფინანსოს ქართული საზოგადოებრივი/არასამთავრობო ორგანიზაციების 5-7 აქტივობა, საერთო ღირებულებით $4-დან $5 მილიონამდე (საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შემთხვევაში). შემოთავაზებული აქტივობები უნდა მოიცავდეს 42-თვიან (3.5 წლიან) პერიოდს - 2019-2023 წ.წ. შემოთავაზებულმა აქტივობებმა წვლილი უნდა შეიტანონ პროექტის შემდეგი მიზნების მიღწევაში: (i) ამომრჩევლის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური პარტიებისგან საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამების მოთხოვნა; (ii) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში ჩატარების მიზნით; და (iii) პოლიტიკაში ნაკლებად ჩართული ჯგუფების (მაგ. ქალების, ახალგაზრდების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების) პოლიტიკაში მონაწილების და წარმომადგენლობის გაზრდა, მათი ინტერესების პოლიტიკურ სისტემაში ასახვის მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.grants.gov/web/grants/view-opportunity.html?oppId=312943