ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000245 დასრულებული

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - პროტოტიპირება

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
31.03.2019
საიტზე დამატებულია
27.02.2019

გრანტის შესახებ:

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;

  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირება, დახვეწა ან/და გაუმჯობესება.

პროტოტიპი არის პროდუქტის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად.

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. პროექტის ინოვაციურობა;

  2. პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;

  3. პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;

  4. საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;

  5. საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერიდროისმონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვისვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტებისმონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტითდამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტისგადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილიფინანსურიდაპროგრამულიანგარიშებისშემოწმებისშემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25თებერვლის N18-ს ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალისსახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://grants.gov.ge/ka/