ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000255 დასრულებული

Civil Pitch 2019-სთვის განაცხადების მიღება დაიწყო!

წყარო: CinéDOC-Tbilisi

განაცხადის ბოლო ვადა
15.03.2019
საიტზე დამატებულია
28.02.2019

პროექტის შესახებ:

CinéDOC-Tbilisi აცხადებს აპლიკაციების მიღებას პროექტისთვის Civil Pitch 2019, რომელიც შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. პროექტი შექმნილია იმისათვის, რომ კინორეჟისორები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს დააკავშიროს და საზოგადოების ყურადღება იმ აქტუალური საკითხებისკენ მიმართოს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება.

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში, რომელსაც შემდეგი საერთაშორისო ტუტორები გაუძღვებიან:

– დანიელ აბმა – ასწავლის დოკუმენტურ კინოს ბაბელსბერგის კინოს უნივერსიტეტში (პოტსდამი, გერმანია). ასევე მუშაობს DOK Leipzig-ის კინოფესტივალის პროგრამების დეპარტამენტში.

– ბრიჯიდ ო’ში – DOK Leipzig-ის კინოფესტივალის ინდუსტრიის მიმართულების ხელმძღვანელი.

12 მაისს მონაწილეები შერჩეულ პროექტებს დოკუმენტური კინოინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს წარუდგენენ, რომლებიც 8-13 მაისს CinéDOC-Tbilisi-ს კინოფესტივალს დაესწრებიან.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?

– ქართველ რეჟისორებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით და რომლებიც ეძებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს თავიანთი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმისთვის.

– სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი კონსულტაციის შედეგად შეიქმნას მაღალი ხარისხის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.

– მონაწილეებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

Civil Pitch 2019-ში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2019 წლის 15 მარტამდე, ინგლისურ ენაზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის: https://goo.gl/forms/c67oItOuWEpDCNIu1

სააპლიკაციო ფორმა რეჟისორებისთვის:https://goo.gl/forms/WHJoZ2gfW4d9CGj23