საგრანტო პროგრამა
წყარო: GIZ
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.04.2019
- საიტზე დამატებულია
- 27.03.2019
პროექტის შესახებ:
GIZ პროექტი - "მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში" იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს/მედია ორგანიზაციებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო პროგრამის მიზანია, წინასწარ შერჩეული ათი საპილოტე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოხელეებისა და ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაუმჯობესება ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან და პრაქტიკულ მექანიზმებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკაში თანამონაწილეობის პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვას.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 8 აპრილი, 17:00 საათი.
თანდართული ფაილი: 211017_giz_grants_1253208.zip