ტრენინგი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის
წყარო: USAID Zrda Activity in Georgia
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.04.2019
- საიტზე დამატებულია
- 31.03.2019
ტრეინინგის შესახებ:
ტრენინგები და კონსულტაციები თქვენი და თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის!
USAID Zrda Activity in Georgia-ს დაფინანსებით და სააგენტო „გასტრონავტის“ ორგანიზებით
ხორციელდება პროექტი: „ბედნიერი სტუმარი“,
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმარ - მასპინძლობის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მასში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას.
თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სტუმარ - მასპინძლობის სფეროს, იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო, კაფე, ბარი თუ აღნიშნული სფეროს სხვა ობიექტი, მაშინ აღნიშნული ტრეინინგი საუკეთესო საშუალებაა გაიღრმაოთ ცოდნა და თეორიული ცოდნა მოიყანოთ პრაქტიკაში.
პროექტი მოიცავს ტრენინგებს შემდეგი სამი მიმართულებით:
• სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება;
• საკვებისა და ღვინის შეხამება;
• ღირებულების და ფასის დათვლა
ტრენინგებს ჩაატარებენ აღნიშნული სფეროს გამოცდილი და წარმატებული
პროფესიონალები!
პროექტის შედეგად თქვენ:
1. მიიღებთ ინდივიდუალურ კონსულტაციას და რჩევებს, როგორ განავითაროთ
საქმიანობა;
2. ჩაერთვებით საერთო ქსელში, სადაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
მოღვაწე ადამიანები იქნებიან გაერთიანებული;
3. მიიღებთ მონაწილეობის სერტიფიკატს;
პროექტში მონაწილეობის 70 %-ს აფინანსებს USAID/ZRDA, მონაწილე იხდის
მხოლოდ ტრენინგების ღირებულების 30 %-ს, რაც შეადგენს 97 ლარს.
აღნიშნული თანხა მოიცავს ერთი კონკრეტული თემატიკის ტრეინინგს, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა, პროექტის ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც ცალკეულ, ასევე, სამივე თემატიკის ტრენინგში.
ტრენინგის წარმატებული მონაწილეები ისარგებლებენ საგრანტო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ისინი შეძლებენ მიიღონ სხვადასხვა სახის მარკეტინგული მომსახურება!
პროექტი იწყება 4 მარტს და ხორციელდება შემდეგ რეგიონებში : სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო და შიდა ქართლი და ახმეტა.
ტრენინგების პერიოდი რეგიონების მიხედვით:
ზუგდიდი
სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება; 4-8 მარტი
საკვებისა და ღვინის შეხამება; 11-15 მარტი
ღირებულების და ფასის დათვლა; 18-22 მარტი
ბორჯომი
საკვებისა და ღვინის შეხამება; 4-8 მარტი
სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება; 11-15 მარტი
ღირებულების და ფასის დათვლა; 25-29 მარტი
ახალციხე
ღირებულების და ფასის დათვლა; 4-8 მარტი
სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება; 18-22 მარტი
საკვებისა და ღვინის შეხამება; 25-29 მარტი
გორი
ღირებულების და ფასის დათვლა; 11-15 მარტი
სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება; 25-29 მარტი
საკვებისა და ღვინის შეხამება; 1-5 აპრილი
ხაშური
საკვებისა და ღვინის შეხამება; 18-22 მარტი
სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება; 1-5 აპრილი
ღირებულების და ფასის დათვლა; 8-12 აპრილი
თუ გსურთ, განავითაროთ თქვენი საქმიანობა, დაამყაროთ კონტაქტები და მიიღოთ მეტი შემოსავალი!
ეს პროექტი სწორედ თქვენთვის შეიქმნა!
რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ: 558 00 13 93