ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000285 დასრულებული

საგრანტო კონკურსი საერთაშორისო ჟურნალისტური მულტიმედიური პროექტების მხარდასაჭერად

წყარო: ინტერნიუსი

განაცხადის ბოლო ვადა
15.04.2019
საიტზე დამატებულია
02.04.2019

კონკურსის შესახებ:

“ინტერნიუსი-საქართველო”, “ინტერნიუსთან” ერთად, აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ჟურნალისტური მულტიმედიური პროექტების მხარდასაჭერად.

ეს ინიციატივა, სახელწოდებით „სამეზობლო“ (“Neighbors”), რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ნაწილია.

პროექტი ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, სერბეთის, კოსოვოს, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს ჟურნალისტებს დააკავშირებს.

ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც დაამზადებენ მინიმუმ 2 მასალისგან შემდგარ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს. მასალებში გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა მედიაფორმატები (მაგ. ვიდეო, აუდიო, ფოტო, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიური რუქა, ქვიზი, სხვა). ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორს, ირინა სამხარაძეს ელ. ფოსტით ან ინტერნიუსი-საქართველოს ოფისში.

განაცხადის შემოტანა შეიძლება 2019 წლის 15 აპრილის 18:00 საათამდე.

ინტერნიუსი-საქართველოს მისამართია: ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8ე სართული, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირი: ირინა სამხარაძე, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: irina@internews.ge, მობ. ტელეფონი: 599 55 34 98.

აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/fCsauUEH2HQskUtl1

კონკურსის დეტალები ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში, ასევე ინტერნიუსის ვებგვერდზე

კონკურსის დეტალები ქართულ ენაზე

კონკურსის დეტალები ინგლისურ ენაზე


წყარო : https://regmarket.ge/?page=view&sub_page=tenders&tender_id=1107