ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000294 დასრულებული

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
15.04.2019
საიტზე დამატებულია
04.04.2019

საგრანტო კონკურსი:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4 - დან 6 თვემდე

ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვიანი ვიზიტი.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 30 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;


კონკურსის წინაპირობები:

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში. კონვერტში მოთავსებული სარეკომენდაციო წერილი
(1 ეგზემპლარი) უნდა ჩაბარდეს DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში
(თბილისი, ზანდუკელის ქუჩა N16).

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3).


კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

კონკურსის გამოცხადება: 26 მარტი

ჯგუფური კონსულტაციები:

1 აპრილი, 17:00 სთ. - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (რეგისტრაციის ბმული);
4 აპრილი, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული);

8 აპრილი, 16:00 სთ. - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (რეგისტრაციის ბმული);
12 აპრილი, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული);

DAAD-ს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 აპრილი;

სარეკომენდაციო წერილის (1 ეგზემპლარი) DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში წარდგენის ბოლო ვადა: 15 აპრილი;

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი, 16:00 სთ.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ნატალია გვერდწითელი
daad@rustaveli.org.ge
ტელ.: 2 200 220 - 4015

DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი

ნინო ანთაძე
info@daad.org.ge
თამარ ლაცაბიძე
info2@daad.org.ge

ტელ.: 2 920 926

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!


წყარო: https://rustaveli.org.ge/geo/...