ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000296 დასრულებული

გახდი ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე

წყარო: ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
19.04.2019
საიტზე დამატებულია
05.04.2019

კონკურსის შესახებ:

ხარ მოტივირებული ახალგაზრდა, გსურს განივითარო პიროვნული უნარ-ჩვევები, იყო აქტიუად ჩართული ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროცესებში და გახდე თანატოლების მოტივაცია?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! არ გაუშვა შანსი ხელიდან, დარეგისტრირდი 19 აპრილამდე და გახდი კონკურსის მონაწილე! გახდი ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე და მიიღე დიდი პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ახალგაზრდულ სფეროში განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
- არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
- მოტივირებულობა;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა.
მოვალეობები:
- ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულობა, წინამოსამზადებელ პერიოდში ჩართვა და დახმარება;
- ტრენინგ-სემინარების, შეხვედრების, კლუბების შეხვედრებისათვის მოსამზადებელ პროცესში დახმარება.
- ახალგაზრდული ცენტრის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა, გასვლითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტი ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე გახდება ორი თვის პერიოდის განმავლობაში. მოხალისეობრივი სამსახურის დასრულების შემდეგ, გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
შეიგძლიათ სარეგისტრაციო განაცხადის ფორმაში მიუთითოთ თქვენთვის ხელსაყრელი დროის მონაკვეთი.
კონკურსის ეტაპები:
განაცხადების გადარჩევა
გასაუბრება
ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!


სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/s4u6yPjhkLvD2DiVA

წყარო : https://www.facebook.com/YouthCenterBatumiCityHall/...