კომპანია „ეუროფასადი“ აცხადებს კონკურს
წყარო: ეუროფასადი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.05.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.04.2019
კონკურსის შესახებ:
კომპანია „ეუროფასადი“ ვითარდება და მალე თბილისში, გახოკიძის 2-ში ახალი ოფისითა და შოურუმით წარდგება მომხმარებლის წინაშე.
პროექტის განხორციელებისას გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი შენობის პროექტირებაში ჩაგვერთო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ინიციატივის მიზანია გავზარდოთ სტუდენტების ჩართულობა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში და დავეხმაროთ მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
შესაბამისად, ჩვენს მიერ ცხადდება კონკურსი საუკეთესო პროექტის გამოსავლენად.
კონკურსის პირობები მარტივია:
-
მოცემული აზომვითი ნახაზის და გეგმის შესაბამისად 2019 წლის 8 მაისამდე გამოგვიგზავნეთ ინტერიერის და ფასადის რეკონსტრუქციის პროექტი, არანაკლებ სამი რენდერის თანხლებით მეილზე info@eurofasad.ge
აუცილებელია პროექტს თან ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:
-
კონკურსანტის(ან კონკურსში მონაწილე ჯგუფის) სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სტუდენტებს)
-
საკონკურსო პროექტები მიიღება კონკურსის გამოცხადების დღიდან 2019 ლის 8 მაისამდე
-
გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის ჟიურის მიერ 2019 წლის 10 მაისს.
პრიზები:
პირველ ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1500 ლარით
მეორე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1000 ლარით
მესამე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 500 ლარით
გაითვალისწინეთ:
-
საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ მიღებული პროექტები აღარ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას
კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს ჟიური:
-
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე;
-
ლექტორი ვასილ ქობულია;
-
კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი-ჟიურის თავმჯდომარე;
-
კომპანია ეუროფასადის ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი;
-
თსსა პროფესორი,არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი
-
თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი
-
თსაა პროფესორი გიორგი ჩხაიძე
-
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი … (დაზუსტდება)
-
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი … (დაზუსტდება)
გადმოიწერეთ კონკურსისთვის აუცილებელი ფაილები:
გეგმა : ჩამოტვირთვა
ზომები : ჩამოტვირთვა
ელექტროობა : ჩამოტვირთვა
ოფისი და შოურუმი : ჩამოტვირთვა
წყარო : http://eurofasad.ge