საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის
წყარო: CENN
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.06.2019
- საიტზე დამატებულია
- 31.05.2019
გრანტის შესახებ:
დასახელება: საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხებზე
მომწოდებელი: USAID WMTR II პროგრამა
USAID-ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი.
გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვეგრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 19-006.
განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:
მისამართი:
საქართველო,
ქ. თბილისი, 0105
ბეთლემის ქუჩა #27
ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართებში.
სატელეფონო ზარები არ მიიღება.
წყარო : http://jobs.ge