ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000460 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის

წყარო: USAID WMTR II

განაცხადის ბოლო ვადა
05.08.2019
საიტზე დამატებულია
04.07.2019

საგრანტო კონკურსი :

USAID-ის პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II" (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვეგრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 19-007.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 5 აგვისტოს 18:00 საათისა, ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით, შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, 0105, ბეთლემის ქუჩა #27
ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართებში.

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
სატელეფონო ზარები არ მიიღება.


წყარო : http://jobs.ge