კონკურსი შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესებისთვის
წყარო: EMBLAS-Plus
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.07.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.07.2019
კონკურსის შესახებ:
✔ ცხადდება კონკურსი საუკეთესო წინადადების გამოსავლენად, რომელიც შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესების პრაქტიკულ გზებს შემოგვთავაზებს!
✔ კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და UNDP-ს პროექტის „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება” (EMBLAS-Plus) პროექტის ფარგლებში.
გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თუ გაქვთ:
✔ინოვაციური და რეალისტური იდეა, რომლის განხორციელება დადებით ზეგავლენას მოახდენს შავი ზღვის გარემოზე შემდეგ სფეროებში :
-
წყლის დაბინძურება.
-
ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური ნივთების მოხმარების შემცირება და გადამუშავების წახალისება.
-
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ა.შ.
✔კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოში, უკრაინაში ან შავი ზღვის სხვა ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ადგილობრივ ასოციაციას ან თემს.
✔ ბიუჯეტი : 5000 – 12,500 აშშ დოლარი ( 5% თანადაფინანსება)
✔ განაცხადები (სრულად შევსებული საგრანტო განაცხადის ფორმა) წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 ივლისისა (18:00 სთ), ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: marcela.fabianova@undp.org
საპროექტო განაცხადის ფორმა : 2nd Call for Proposals EMBLAS-Plus – Submission Form
სრული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში ინგლისურ ენაზე.