ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000504 დასრულებული

ტენდერი ადგილობრივი ექსპერტის შერჩევაზე

წყარო: GIZ

განაცხადის ბოლო ვადა
10.09.2019
საიტზე დამატებულია
02.09.2019

კონკურსის შესახებ:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 10.09.2019 -ის16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი

  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი);

  • ტენდერის სახელწოდებაა: Open call for an Expert on Agriculture - Development of the Climate Action Plan’s sectoral Chapter

  • წარწერა “კონფიდენციალურია”

  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა

კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა

0108 თბილისი

მიუთითოთ პროგრამის ნომერი16.9088.2-004.01 და აგრეთვე ტენდერის

ნომერი: 83333034

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ანა ჩხეიძეს (anna.chkheidze@giz.de) და თამარ ხურცილავას (tamar.khurtsilava@giz.de)

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 16.09.2019 -თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.


წყარო : http://jobs.ge