projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
418


მშვიდობის კონკურსი ორგანიზაციებისთვის - მშვიდობის კორპუსის მოხალისე

უნიკალური ნომერი: 000516

კონკურსის შესახებ:

ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტო მშვიდობის კორპუსი აცხადეს აპლიკაციების მიღებას დაინტერესებული ორგანიზაციებისგან, უნივერსიტეტებისგან და კოლეჯებისგან მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად.

როგორ მოვიწვიოთ მოხალისე:
მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მოთხოვნის განაცხადის ფორმის შემოტანა
განაცხადის ფორმაში მოცემულია ორგანიზაციასთან და მოხალისის როლთან დაკავშირებული რამდენიმე შეკითხვა. გთხოვთ, დეტალურად გასცეთ პასუხი შესაბამის შეკითხვებს და ჩამოაყალიბოთ მინიმუმ ზოგადი იდეა მაინც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეს თქვენი ორგანიზაციის დახმარება; ასევე დააკონკრეტეთ სფეროები.
მაგალითი: მოხალისე ორგანიზაციას დაეხმარება პროექტის მართვის კუთხით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში; მოხალისე ორგანიზაციას დაეხმარება ინგლისური ენის კურიკულუმის შემუშავებაში; მოხალისე ჩვენს განყოფილებას დაეხმარება პროგრამის შემუშავებაში და ა.შ.


ამ ინფორმაციის საშუალებით განვსაზღვრავთ, თუ რა ფორმით შეიძლება დაგეხმაროთ მშვიდობის კორპუსის მოხალისე თქვენი ორგანიზაციული ამოცანების შესრულებაში.
განაცხადის ფორმაში, სპეციალური ნაწილი დაეთმობა სამოტივაციო წერილს. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ ამ ნაწილზე. მშვიდობის კორპუსს უნდა, რომ მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ რატომ გსურთ მოკლევადიანი მხადაჭერის პროგრამის მოხალისეთან თანამშრომლობა. დეტალური მოტივაცია დაგვეხმარება ორგანიზაციის საჭიროებების უკეთ გაგებასა და თქვენს პროგრამაში ჩვენი როლის განსაზღვრაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტული სფეროები შემდეგია: ინგლისური ენის სწავლება, ორგანიზაციული განვითარება, გენდერი, ახალგაზრდები, ტექნოლოგიები, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, ისეთების როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა.

მოხალისის შერჩევა:
პროექტის/პოზიციის აღწერილობის საბოლოო ვერსია ვაშინგტონში იგზავნება, სადაც მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლები განიხილავენ პროექტს და აფასებენ მას. მათი კომენტარების გათვალისწინება და განხილვა ხდება მშვიდობის კორპუსში საქართვეკიშუ და შემდეგ განახლებული პროექტის/პოზიციის აღწერილობა იგზავნება უკან სათაო ოფისში.
როდესაც პროექტის/პოზიციის აღწერილობას საბოლო სახეს მისცემს მოკლევაადიანი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი და მშვიდობის კორპუსი ვაშინგტონში დაგვიდასტურებს პროექტის მიღებას, პოზიცია გამოქვეყნდება მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდზე და დაიწყება მოხალისის შერჩევის პროცესი.


გთხოვთ, გაითვალისწინoთ, რომ მოხალისეების შერჩევა დროს მოითხოვს. შერჩეული კანდიდატები გადიან ხანგრძლივ სააპლიკაციო პროცესს, რომელიც აპლიკაციის ფორმის შევსების და ინტერვიუს გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო და უსაფრთხოების შემოწმებას. დამატებით, კადრების სპეციალისტები უკავშირდებიან კანდიდატების რეკომენდატორებს. ყველა შესაბამისი პროცესის დასრულების შემდეგ, კანდიდატს ეგზავნება მოწვევა.
შერჩევის პროცესს შეიძლება 6 თვე დასჭირდეს. პროცესი შეიძლება კიდევ გახანგრძლივდეს, თუ ვერ მოიძებნა შესაბამისი კანდიდატები, რომელთა სამუშაო გამოცდილება და განათლება შეესაბამება პროექტის/პოზიციის აღწერილობაში გაწერილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთანავე, კანდიდატები შესაძლოა ძალზედ კონკურენტუნარიანები აღმოჩნდნენ და მშვიდობის კორპუსის გარდა სხვა შეთავაზებებიც ჰქონდეთ, ასე რომ რიგ შემთხვევებში კანდიდატებმა შეიძლება გადაიფიქრონ და უარი განაცხადონ მოწვევის მიღებაზე. მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი რეგულარულად მიაწოდებს სიახლეებს ორგანიზაციებს მათი მოთხოვნის/პოზიციების სტატუსისა და მნიშვნელოვანი ვადების შესახებ.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 06-09-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25-10-2019 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9 დღე;


25-01-2019

Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia (CURE)

21-01-2019

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

23-01-2019

აწარმოე საქართველოში

06-05-2019

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

06-05-2019

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

25-01-2019

Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia (CURE)

21-01-2019

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

23-01-2019

აწარმოე საქართველოში


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ