კონკურსი წიგნის, დასადგამი კალენდრის ბეჭდვაზე
წყარო: თუშეთის დაცული ტერიტორ. მეგობართა ასოციაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 09.09.2019
კონკურსის შესახებ:
ააიპ "თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია", GIZ/IBiS მიერ დაფინანსებული პროექტის "ველური მცენარეები თუშეთიდან - გამოყენების მეთოდები და პერსპექტივები" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს წიგნის და მაგიდაზე დასადგამი კალენდრის ბეჭდვაზე.
სამუშაოს აღწერა
1. წიგნის სპეციფიკაციები:
** გვერდების რაოდენობა - 232
** ზომა - 260 მმ X240 მმ (+5 მმ ჭრაზე), 150-170 გრ. დისპერსიული ლაკით დაფარული ცარცის ქაღალდი, ფერი 4+4
** ყდა: ქაღალდი - 300 გრ. ბრისტოლი, ფერი - 4+0 ცალ მხარეს ჩასაკეცით და მატლამინაციით.
** ტირაჟი - 500 ცალი.
2. მაგიდაზე დასადგამი კალენდრის სპეციფიკაციები:
** ზამბარაზე, ზომა - 260 მმ X 210 მმ (+5 მმ ჭრაზე), გვერდების რაოდენობა - 7 ორმხრივი ბეჭდვა, ქაღალდი - 300 გრ. ცარცი, პრიალა, დისპერსიული ლაკით დაფარული.
** ტირაჟი 1000 ცალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ;
** ინფორმაცია შემოთავაზებული ფასის შესახებ (დღგ-ს გარეშე).
განაცხადის შეტანის ვადა და საკონტაქტო მონაცემები:
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 სექტემბერი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია, დასკანერებული სახით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: an_alvani@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ანა შანშიაშვილი
ელფოსტა: anoshanshaishvili@yahoo.com
წყარო : http://jobs.ge