ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000520 დასრულებული

კონკურსი მკვლევრის შესარჩევად

წყარო: თანასწორობის მოძრაობა

განაცხადის ბოლო ვადა
25.09.2019
საიტზე დამატებულია
16.09.2019

კონკურსის შესახებ:

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს კონკურსს მკვლევრის შესარჩევად.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი - 15 ნოემბერი
შრომითი ანაზღაურება: 2, 750 ლარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით)

კვლევის აღწერა: კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სერვისებზე მიგრანტების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის შესწავლას. კვლევის ამოცანას წარმოადგენს საკითხის ირგვლივ არსებული ძირითადი ბარიერების გამოვლენა და ამ მდგომარეობით განპირობებული შემთხვევების კრიტიკული ანალიზი.

მოთხოვნები:

** ლგბტქი თემის მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
** უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, სამართალში, საერთაშორისო სამართალში ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში;
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ან ინგლისურ ენებზე:

** რეზიუმე (СV);
** კვლევის მეთოდოლოგია (არაუმეტეს ორი გვერდისა);
** ბოლო 2 წლის განმავლობაში მომზადებული ან/და გამოქვეყნებული ნაშრომი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა პუბლიკაცია);
** მინიმუმ ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: http://www.equality.ge/4365


წყარო : http://jobs.ge