საგრანტო კონკურსი
წყარო: საქართველოს უნივერსიტეტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 03.12.2018
- საიტზე დამატებულია
- 30.10.2018
"საქართველოს უნივერსიტეტთან" არსებული ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი - "HRRC", ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული 2018-ის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველ წლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცების მიზნით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ პროექტი, რომლის მიზანი იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცება.
პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** იდეის ინოვაციურობა;
** თემატიკის აქტუალურობა;
** პროექტის ეფექტურობა და ეფექტიანობა;
** ბენეფიციარი პირების რაოდენობა;
** შედეგის მდგრადობა;
** პროექტის დასრულებისას შედეგის გაზომვადობა.
პროექტი უნდა იყოს მაქსიმუმ 1 წლიანი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი საფეხურის სამართლის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს, რომელსაც (ჯგუფის შემთხვევაში - მის ყველა წევრს) პროექტის დამტკიცების პერიოდისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
საგრანტო საპროექტო განაცხადის ფორმა: დააკლიკეთ ლინკს
გამოგვიგზავნეთ შემდეგ მეილზე: ugls@ug.edu.ge
კონკურსში მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 22 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის IV სართულზე (მის: თბილისი, კოსტავას 77ა). პროექტის საკონტაქტო პირია HRRC-ის კოორდინატორი - ნიკა ობოლაძე, ელფოსტა: n.oboladze@ug.edu.ge.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 დეკემბერი.
საგრანტო საკონკურსო კომისიაში შედიან ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
შემოსული განაცხადების მიხედვით გადარჩეული 5 პროექტის პრეზენტაცია მოხდება საჯაროდ, საკონკურსო კომისიის და დაინტერესებული პირების წინაშე 2018 წლის 6 დეკემბერს.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 10 დეკემბერს, კვირეულის საზეიმო დახურვაზე.