კონკურსი ტრენინგ-პროგრამის მონაწილეთა შესარჩევად
წყარო: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 14.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 02.10.2019
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" აცხადებს კონკურსს ტრენინგ პროგრამაში "ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერება" მონაწილეობისათვის.
მიზანი: ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო აქტივისტების ცოდნის ამაღლება და უნარების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებების ინიცირებისა და განხორციელებისათვის.
ამოცანები:
** სამოქალაქო აქტივიზმის/ჩართულობის/მონაწილეობის ხელშეწყობა და წახალისება
** ცოდნის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაძლიერება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის
** სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო აქტივისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
განხორციელების პერიოდი: ორი ოთხ-დღიანი ტრენინგ-პროგრამა განხორციელდება 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში.
I ტრენინგი - თემა: თემთან მუშაობა და სათემო აქტივიზმი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი სექტორის, განსაკუთრებით სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების როლისა და მნიშვნელობის შესახებ; სათემო აქტივიზმისა და თემთან მუშაობის უნარების გაძლიერება და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება.
II ტრენინგი - თემა: რესურსების მობილიზება სათემო ინიციატივებისათვის
ტრენინგის მიზანია თეორიული ცოდნის გაზიარება და ადგილობრივი რესურსების მობილიზებისათვის საჭირო უნარ/ჩვევების განვითარება; კოალიციური პროექტების მართვისა და ქსელური მუშაობის ძირითადი ეტაპების გაცნობა.
"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" პროგრამას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" (CSRDG) ერთად.
მონაწილეობის პირობები:
პროგრამა ცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. მონაწილეთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენლებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: niniko@osgf.ge 2019 წლის 14 ოქტომბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "Ethnic Minority CSO Capacity Building Program".
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
ნინო კიკნაველიძე
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი
ტელეფონი: +995 322 25 04 63
ელ-ფოსტა: niniko@osgf.ge
წყარო : http://jobs.ge