projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
180


საქართველოს საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000565

გრანტის შესახებ:

"ASB საქართველო" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) ახორციელებენ პროექტს "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში", რომელიც დაფინანსებულია აშშ მთავრობის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლებისთვის.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" აცხადებენ საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საარსებო წყაროების გაძლიერებას, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გაზრდას ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად.

ვის შეუძლია მონაწილეობა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოში მცხოვრებ:

** იძულებით გადაადგილებულ პირებს
** გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას
** კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას

დაფინანსების პირობები და ფარგლები:

** გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტს საშუალოდ 2.000 აშშ დოლარის ოდენობით (მინ. 1.500 - მაქს. 2.500 აშშ დოლარი).
** პროექტი შესაძლებლად მიიჩნევს ჯგუფური განაცხადების დაფინანსებას, ჯგუფის შექმნის აუცილებლობის სათანადო დასაბუთების შემთხვევაში.
** უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ჩართულობას. გამონაკლის შემთხვევაში, მსგავსი ბიზნეს იდეა შეიძლება დაფინანსდეს მაქს. 5.000 აშშ დოლარით.
** პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციართა ფულად თანამონაწილეობას საერთო ინვესტიციის 5%-ის ოდენობით.
** პროექტის ფარგლებში მოხდება ბენეფიციარებისთვის სასურველი აღჭურვილობის და ტექნიკა/დანადგარების შეძენა. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე დაფინანსდეს მცირე სარემონტო სამუშაოები (სრული თანხის მაქს. 20%).
** პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები.

გეოგრაფიული არეალი:

სამეგრელო - ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:

I ეტაპზე გრანტის მიღების მსურველებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ბიზნეს იდეების კონკურსში და შეავსონ შესაბამისი განაცხადი (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).
II ეტაპზე მინიმუმ 60 საუკეთესო იდეის ავტორი მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმის შედგენის და შესაძლებლობების განვითარების 5 დღიან ტრენინგზე, სადაც საშულება ექნებათ მოწვეული ექსპერტების დახმარებით საკუთარის იდეა აქციონ სრულ ბიზნეს გეგმად.
III ეტაპზე მხოლოდ ტრენინგ გავლილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა, რის საფუძველზე შეირჩევა და დაფინანსდება დაახლოებით 35 პროექტი.

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე გარე ექსპერტებით.

კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ აპლიკაციები, როგორც ბეჭდვითი, ასევე, ელექტრონული ფორმით. განაცხადის ელექტრონული ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ. შევსებული განაცხადები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ikochua@yahoo.com ან ნაბეჭდი სახით მოიტანეთ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" ოფისში. მის: თაბუკაშვილის ქ. 21, ქ. ზუგდიდი.

ბიზნეს იდეების შემოტანის ბოლოო ვადაა 2019 წლის 22 ნოემბერი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის ფორმის შევსებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" თანამშრომელს ირაკლი ქოჩუას - 577 037 011

მიახლოებითი თარიღები:

** იდეების კონკურსის გამოცხადება - პირველი ეტაპი - 31.10.2019
** საინფორმაციო შეხვედრა წალენჯიხაში - 06.11.2019
** საინფორმაციო შეხვედრა ჩხოროწყუში - 07.11.2019
** საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში - 08.11.2019
** ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადა - 22.11.2019
** ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგი - მეორე ეტაპი - 20.01.2020-01.03.2020
** სრული ბიზნეს გეგმების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა - მესამე ეტაპი -02.03.2020-31.03.2020
** გამარჯვებული პროექტების დაფინანსება -01.04.2020-30.04.2020

შეფასების კრიტერიუმები:

** კრიტერიუმი: იდეის გამართულობა და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან, მაქსიმალური წონა: 20
** კრიტერიუმი: იდეის ეკონომიკური ეფექტიანობა, მაქსიმალური წონა: 20
** კრიტერიუმი: მოსალოდნელი სოციალური შედეგები, მაქსიმალური წონა: 15
** კრიტერიუმი: განმცხადებლის გამოცდილება, მაქსიმალური წონა: 15
** კრიტერიუმი: პროექტის მდგრადობა / სიცოცხლისუნარიანობა, მაქსიმალური წონა: 15

ჯამი: 90


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 01-11-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22-11-2019 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 8 დღე;


05-11-2019

კონკურსი გზამკვლევის შემქმნელი ორგანიზაციის შესარჩევად

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები

11-11-2019

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

11-11-2019

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

05-11-2019

კონკურსი გზამკვლევის შემქმნელი ორგანიზაციის შესარჩევად

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ