კონკურსი გზამკვლევების შექმნაზე
წყარო: საქართველოს კარიტასი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 04.12.2019
კონკურსის შესახებ:
საქართველოს კარიტასი აცხადებს კონკურსს გზამკვლევების შექმნაზე .
თემები:
** გზამკვლევი სკოლის პირადი ასისტენტისთვის;
** გზამკვლევი სკოლებში ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის;
** გზამკვლევი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მშობლებისთვის.
პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტი
განათლება, გამოცდილება, უნარები:
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლების დიპლომი
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ან მშობლებთან მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** პუბლიკაციები საგანმანათლებლო სფეროში (გზამკვლევების, ბროშურების, წიგნების
** და ა.შ)
** საგანმანათლებლო ტერმინებისა და სწავლების უახლესი მეთოდოლოგიის ცოდნა (სასურველია ინკლუზიური განათლების მიმართულებით )
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელია:
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.12.2019
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
წყარო : http://jobs.ge