ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000609 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
26.12.2019
საიტზე დამატებულია
19.12.2019

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მოქმედი სათემო ჯგუფების მეფინგზე მკვლევარის მომსახურების შესყიდვისთვის.

კვლევა ტარდება "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის 2017-2020 წლის პროგრამის", კონკრეტულად თემის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის "პური მსოფლიოსათვის" ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანი და ჩარჩო:

საგრანტო კონკურსის მიზანია, შეირჩეს მკვლევარი, რომელიც შეისწავლის საქართველოში მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და საინიაციტივო ჯგუფებს, აქცენტით შემდეგ საკითხებზე:

** ორგანიზაციების/ჯგუფების სტრუქტურა
** სამოქმედო არეალი
** სამუშაო პრიორიტეტები
** ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმები
** მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები
** მდგრადობის ინდიკატორები

და მოამზადებს ერთგვარ სტატისტიკურ დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება ქვეყნის მაშტაბით მოქმედი სათემო ორგანიზაციები და ჯგუფები, ასევე მათი მოკლე აღწერა.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს:

** დოკუმენტალურ ანალიზს - საქართველოში სათემო ჯგუფების და თვითორგანიზების გამოცდილების ისტორიულ რაკურსში მიმოხილვა (სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალების გამოყენებით);
** ინტერვიუებს სათემო განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მოქმედი სათემო ჯგუფების იდენტიფიცირებისა და თემის განვითარების რესურს ცენტრის ბაზაზე არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის;
** მოქმედი სათემო ჯგუფების წინასწარ მომზადებული კითხვარის მეშვეობით ანკეტირებას;
** შედეგების დამუშავებას და შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას (ვიზუალური მეთოდების გამოყენებით)

მკვლევარის ვალდებულებაა კვლევის ანგარიშის შუალედურ და საბოლოო პრეზენტაციებში მონაწილეობა და კვლევის შედეგების წარდგენა (მინიმუმ 3 შეხვედრა).

სამუშაოს ჩატარების ვადები: დეკემბერი, 2019 - ივნისი, 2020

ვის შეუძლია მონაწილეობა?

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ:

** მსგავსი კვლევების ჩატარების გამოცდილება
** სათემო განვითარების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკა
** საზოგადოებრივ სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი სტაჟი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** CV
** ინფორმაცია მსგავსი კვლევების ჩატარების გამოცდილებასთან დაკავშირებით
** პროექტის განაცხადი (სავალდებულოა, მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის მიზნის და შედეგების, კვლევის მეთოდოლოგიის, საქმიანობების დროში განაწილების და ბიუჯეტის შესახებ)

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თანდართულ ფაილებად, მისამართზე: nino@csrdg.ge არაუგვიანეს ა.წ. 26 დეკემბრის, 17:00 საათისა. Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ "Application for CBO mapping". იმეილის ტექსტში გთხოვთ მიუთითოთ ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაციით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თბილისი, იოველ ჯებაშვილის 1. 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18
e-mail: nino@csrdg.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ვასაძე


წყარო : http://jobs.ge