ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000621 დასრულებული

კონკურსი ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე

წყარო: საქართველოს კარიტასი

განაცხადის ბოლო ვადა
30.01.2020
საიტზე დამატებულია
27.12.2019

კონკურსის შესახებ:

საქართველოს კარიტასი აცხადებს კონკურსს ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე .

პროგრამა/პროექტი: ხელოვნებით თერაპიის სტუდიის "სოციალური საწარმო"
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: 3 თვე
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#2

სამუშაო მიზანი: ხელოვნებით თერაპიის სტუდიის "სოციალური საწარმოს" ბიზნეს გეგმის შემუშავება

სამუშაო ვალდებულებები: პროექტში ჩართული თანამშრომლებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს ბიზნეს გეგმა სოციალური საწარმოსთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები:

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლების დიპლომი
** ბიზნეს გეგმის შემუშავების გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული ენის და ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია: რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: nana.kukhalashvili@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "სოციალური საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის შემუშავება ვაკანსია- თბილისი".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 26/12/2019
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30/01/2019

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/


წყარო : http://jobs.ge