სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 08.01.2020
კონკურსის შესახებ:
სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსი
თუ ხართ მაგისტრატურის სტუდენტი სამართლის, ეკონომიკის, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით და ამავე დროს გაინტერესებთ ფინანსური ტექნოლოგიები, საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სამაგისტრო თემების კონკურსში - თქვენს სამაგისტრო თემაზე მუშაობის პროცესში მოიპოვოთ ანაზღაურებადი კვლევითი სტაჟირების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა და ანალიზი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების ქვაკუთხედია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საფინანსო სექტორის სტაბილურობის ხელისშეწყობა. ამ ამოცანის მისაღწევად ვახორციელებთ ფინანსური სექტორის ზედამხედველობას, ვაგროვებთ და ვმუშაობთ ფართო სახეობის და დიდი მოცულობის სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან. მუდმივად ვაწარმოებთ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების, მათთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებისა და ბიზნესს მოდელების ანალიზს. ფინანსური ტექნოლოგიები ყოველდღიურად უფრო და უფრო იკიდებს ფეხს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კვლევების განვითარება, რაც საშულებას იძლევა გავაუმჯობესოთ ფინანსური რისკების გაგება და მართვა, შევქმნათ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც გაითვალისწინებს ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ წარმოშობილ გამოწვევებს. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ ფინანსური ტექნოლოგიებით, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით და მონაცემთა მეცნიერების კვლევით დაინტერესებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში.
ჩვენ გვჯერა რომ ახალგაზრდების დაინტერესების წახალისება ფინანსური ტექნოლოგიებით, მათი კრიტიკული აზროვნება და ჩართულობა მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
კონკურსის აღწერა:
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ტალანტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფინანსური ტექნოლოგიის გარჩევა, ანალიზი, რისკებისა და პოტენციალის შეფასება. ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცემათ კონსულტაცია გაიარონ სებ-ის ექსპერტებთან, მათი დახმარებით შეეძლებათ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა და გადაჭრის გზები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მოაგროვონ ან მიიღონ მონაცემები სებ-ის საშუალებით.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კვლევით თემებს (თუმცა სამაგისტრო ნაშრომის თემატიკა შეზღუდული არ არის):
** ღია ბანკინგი, ღია API არქიტექტურა და მათი გამოწვევები;
** ჭკვიანი სამართებლივი კონტრაქტების იმპლემენტაცია და რისკების მართვა;
** მანქანისადმი მეგობრული კანომდებლობა;
** პლატფორმების ეკონომიკა;
** DLT ტექნოლოგიების რისკის მართვა და მათი რეგულირება;
** ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა.
საჭირო ლიტერატურა და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2SktqLY
რა უნდა გააკეთოთ:
დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის პირველადი წინადადება და რეზიუმე. პირველადი წინადადება უნდა იყოს მოკლე, მაქსიმუმ 4 გვერდი, და მასში უნდა აისახოს აპლიკანტის ცოდნა საკითხის მიმართ, თემის მიზანი, სამაგისტრო თემის სტრუქტურა და ეტაპები თუ როგორ წარმოუდგენია მისი განხორციელება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დისტანციური ან ადგილზე კონსულტაცია. სებ-ის ექსპერტების კონსულტაციით შესაძლებელი იქნება კანდიდატის პირველადი წინადადების დახვეწა და საბოლოო წინადადების სახის მიცემა, რაც მაგისტრანტს შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს მუშაობა სამაგისტრო ნაშრომზე.
შეფასებისას, ძირითადი ყურადღება მიექცევა სამაგისტრო თემის მიზნის ჩამოყალიბებას, ანალიზსა, საკითხში გარკვევის სიღრმეს, კვლევის საკითხის აქტუალურობას, ლიტერატურის მიმოხილვას, კვლევის მეთოდების ფლობას, აკადემიური წერითი კომუნიკაციას და შედეგების პრეზენტაციას.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში:
საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია 20 იანვრის 23:59 საათამდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: MAIntership2020@nbg.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსი.
გამარჯვებულ კანდიდატებს შეეძლებათ 3 თვიანი ანაზღაურებადი (500 ლარი, დარიცხული) კვლევითი სტაჟირება გაიარონ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო : http://jobs.ge