ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000063 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად

წყარო: CSRDG

განაცხადის ბოლო ვადა
25.01.2019
საიტზე დამატებულია
26.12.2018

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა.

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს და არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამავე დასახელების წინა კონკურსზე (ივნისი, 2018) დაფინანსებული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა პროექტებიც არ არის დასრულებული.


განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

დაგვიანებით წარმოდგენილი და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com ან დაგვირეკოთ მობილურზე: +599 955 282, ანი ნადირაშვილი - გრანტების მენეჯერი.

კონკურსის ორგანიზატორია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

თანდართული ფაილი: csrdgapp.zip