ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000644 დასრულებული

კონკურსი ლოგოს შექმნაზე

წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
09.02.2020
საიტზე დამატებულია
01.02.2020

კონკურსის შესახებ:

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ქალთა ოთახის ლოგოს შესაქმნელად.

ლოგოს წარდგენის ვადაა 9 თებერვალი.

გამარჯვებული ლოგოს ავტორს გადაეცემა ჯილდო ფულადი სახით.

შინაარსი: მუნიციპალური სერვისი "ქალთა ოთახი" - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს და გამგეობის/მერიის სხდომებზე, დასახლების საერთო კრებებში მონაწილეობა).

"ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახები, გაიხსნა სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა და დახმარების სერვისი. რომლის მიზანიც იყო, მუნიციპალიტეტის შენობაში შემოსული ქალებისა და გოგონებისათვის ხელი შეეწყოთ გაუცხოებისა და უხერხულობის დაძლევაში. ასევე ქალებისათვის კომფორტული გარემოს შექმნასთან ერთად მიეწოდებინათ მათთვის საჭირო ინფორმაცია და გაეწიათ კონსულტაცია ინტერესის მიხედვით.

ქალთა ოთახში მოსულ ქალებს და გოგონებს, ხვდებათ ქალთა ოთახის მენეჯერი, რომელიც მათ სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: ინფორმაციის მიწოდებას, ბიბლიოთეკით, კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობას, ასევე შესაძლებლობას ბავშვი დროებით დატოვონ ბავშვთა კუთხეში, რომელიც ყველა ქალთა ოთახშია მოწყობილი. ქალთა ოთახი ღია სივრცეა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო - საინფორმაციო საქმიანობისა და შეხვედრების ჩასატარებლად ქალთა და გოგონათა მხარდასაჭერად. ქალთა ოთახის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო ქალებს და გოგონებს არამედ მუნიციპალიტეტში მოსულ ყველა მსურველს.

"ქალთა ოთახი" განთავსებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის პირველ სართულზე, ისეთ ადგილზე, სადაც მოსახლეობას დაბრკოლების გარეშე შეუძლია შესვლა.

საკონკურსე ლოგო უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: office@ginsc.net

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 32 2952934


წყარო : http://jobs.ge