საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის
წყარო: CSRDG
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.04.2020
- საიტზე დამატებულია
- 05.03.2020
გრანტის შესახებ:
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის
საგრანტო კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადს, რომელიც:
-
თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
-
განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
-
განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
-
ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).
საგრანტო კონკურსსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ/არარეგისტრიურებულ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო ორი წლის მანძილზე (2018-2019 წლები):
-
განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი პროექტი / ინიციატივა;
-
კონკურსის განმცხადებლისგან ფინანსური მხარდაჭერა არ მიუღია.
წყარო: http://cdrc.ge/ka/news/85/