საგრანტო პროგრამა
წყარო: USAID/G-HIP
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 10.01.2019
ორგანიზაცია CNFA, G-HIP-ის მეშვეობით იწყებს განაცხადების მიღებას საკონკურსო გრანტების პროგრამის განსახორციელებლად.
გრანტები გაიცემა და შესაბამისი პროექტები განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის მთავრობისა და G-HIP-ის რეგულაციებისა და გრანტების მართვის პოლიტიკისა და შიდა პროცედურების შესაბამისად.
სრული ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მარტამდე. განაცხადების განხილვა და შეფასება მოხდება განაცხადის მიღების დროს, ვადის ამოწურვამდე.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დამატებითი განმარტებები მათთვის საინტერესო კითხვებზე, აგრეთვე ინსტრუქციები დანართ A-ში მოცემული სააპლიკაციო ფორმის შესახებ ელ.მისამართზე: info@georgiahip.org ან G-HIP-ის ოფისში მისამართზე: თბილისი, კოსტავას 47, ოთახი 26.
ტელ.: 032 2 98 22 32.
თანდართული ფაილი: 200998-cnfa-ghip-grant.zip