ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000695 დასრულებული

სასტიპენდიო კონკურსი

წყარო: CSRDG

განაცხადის ბოლო ვადა
20.05.2020
საიტზე დამატებულია
05.05.2020

კონკურსის შესახებ:

"GCSD" აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.

დავით ჭოჭუა საქართველოში ტერორიზმის და უსაფრთხოების აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.

სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა:

სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის "ტერორიზმის კვლევის ცენტრში" (TRC)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან.
** ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 35 წელს.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge აპლიკაციები მიიღება 20 მაისამდე. წერილის ველში მიუთითეთ: სტიპენდია/Fellowship.

სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 600 ლარის ოდენობის ჰონორარი.

სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები

"GCSD" სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემას:

** ცვლის თუ არა პანდემია რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს?
** უსაფრთხოების დილემა გლობალურ პანდემიასთან გამკლავების პროცესში
** ტერორიზმის ახალი ტენდენციები და დაკვირვებები

დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

შერჩევის პროცესის დასრულებისა და სამუშაოს დაწყების სავარაუდო დროა 1 ივნისი.


წყარო: http://jobs.ge