ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000710 დასრულებული

საგრანტო პროგრამა სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად

წყარო: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
01.08.2020
საიტზე დამატებულია
12.05.2020

პროგრამის შესახებ:

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იწყებენ 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას, რომელიც სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.

პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში.

თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170,000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.


წყარო: http://undp.arda.gov.ge/