ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000742 დასრულებული

კონკურსი ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობაზე

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
08.08.2020
საიტზე დამატებულია
10.07.2020

კონკურსის შესახებ:

კონკურსი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობის თაობაზე

კონკურსი ეხება საქართველოში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (15-29 წლის) ინოვაციური ცოდნის ჰაბის (Rural Innovation Knowledge Hub) შექმნას, რომელიც გარემოს დაცვისა და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კონკურსის შედეგად, შეირჩევა 1 იურიდიული პირი რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუშაობს ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ასევე, ფლობს სივრცეს, რომელიც გამოყენებული იქნება ჰაბის შესაქმნელად (ჰაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. კონკურსის განაცხადში). ჰაბის ეფექტური საქმიანობის მიზნით, CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს კეთილმოწყობის სამუშაოებისა და ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 8 აგვისტო, 2020 წ.


წყარო: http://jobs.ge