ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000783 დასრულებული

კონკურსი სამაცივრე და გადამამუშავებელი დანადგარების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
09.10.2020
საიტზე დამატებულია
25.09.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სამაცივრე და გადამამუშავებელი დანადგარების, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია წინასწარი გაგრილების საკანზე, შესანახ სამაცივრე საკანზე, შესაფუთ სამაცივრე საკანზე, ვაკუუმ შემფუთველ აპარატსა და ჟოლოს დისპენსერზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 16 ნოემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ხუთ ლოტად:

ლოტი #1: წინასწარი გაგრილების საკანი
ლოტი #2: შესანახი სამაცივრე საკანი
ლოტი #3: შესაფუთი სამაცივრე საკანი
ლოტი #4: ვაკუუმ შემფუთველი აპარატი
ლოტი #5: ჟოლოს დისპენსერი

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 9 ოქტომბერი.


წყარო: http://jobs.ge