პროექტი - ახალგაზრდები ცვლილებისთვის
წყარო: რონდელის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.10.2020
- საიტზე დამატებულია
- 25.09.2020
პროექტის შესახებ:
რონდელის ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მონაწილეთა შერჩევას პროექტში "ახალგაზრდები ცვლილებისთვის".
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ გორში ხუთდღიანი, ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის - "ახალგაზრდები ცვლილებისთვის".
სასწავლო პროგრამის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდა აქტივისტების ცოდნის გაღრმავება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და მათი განვითარების ხელშეწყობა.
თუ ცხოვრობთ გორში, ხართ აქტიური ახალგაზრდა და წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ადგილობრივ მედიასაშუალებას ეს პროგრამა თქვენთვისაა!
რონდელის ფონდი 2001 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის, უნარ-ჩვევების ზრდის და ინფორმირებულობის საშუალებით. ფონდი ასევე წარმოადგენს ფორუმს უცხოელი მკვლევრებისთვის, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს სწავლობენ. ფონდის აუდიტორია საკმაოდ ფართოა, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობების ზრდა ფონდის დაარსების დღიდან არის მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. პოლიტიკური პარტიების სკოლა კი ფონდში 2009 წლიდან არსებობს.
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (30 საათი), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, რუსეთი და რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა და სხვ. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან ასოცირებული ექსპერტები. სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 9-13 ოქტომბერს, ატენის ხეობაში მდებარე "ნიკა ვაჩეიშვილის მარანში", მონაწილეთა ყოველდღიურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება წლის განმავლობაში ქალაქ გორში სამი დისკუსიის მოწყობა, სადაც ჯგუფის წევრები შეხვდებიან სხვადასხვა სამინისტროსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე. ჯგუფიდან რამდენიმე წევრი შეირჩევა თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის.
პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკული ფონდის - National Endowment for Democracy (NED) მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kemukhvari@gfsis.org
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 2020 წელი.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ონლაინ-გასაუბრება
წყარო: http://jobs.ge