ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000811 დასრულებული

კონკურსი ხილის გადამამუშავებელი დანადგარების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
27.11.2020
საიტზე დამატებულია
24.11.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს ხილის გადამამუშავებელი დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ხილის საშრობ კარადაზე, ჯემების დამამზადებელ დანადგარზე, კურკის გამცლელ აპარატზე, ხილის სათლელ-საჭრელ აპარატსა და ვაკუუმ შესაფუთ აპარატზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 8 დეკემბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 11 იანვარი.
მიწოდების ადგილი: სოფელი განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, აჭარის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ხუთ ლოტად:

ლოტი #1: ხილის საშრობი კარადა
ლოტი #2: ჯემების დამამზადებელი დანადგარი
ლოტი #3: კურკის გამცლელი აპარატი
ლოტი #4: ხილის სათლელ-საჭრელი აპარატი
ლოტი #5: ვაკუუმ შესაფუთი აპარატი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 27 ნოემბერი.


წყარო: http://jobs.ge